რკონი - Форум

T a o T o u r

ხუთშაბათი, 08.12.2016, 21:08

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | რკონი - Форум | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » რკონი
რკონი
garibaldiთარიღი: კვირა, 05.07.2009, 18:26 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

რკონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფ. ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის მახლობლად. გაირჩევა მშენებლობის 3 ძირითადი ფენა, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს.
I ფენას მიეკუთვნება VII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის ტავდაპირველი ფორმების დადგენა ახლა ძნელია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ფასადი. ინტერიერში მოხატულობის ნაშთია (ძველი და გავითარებული შუა საუკუნე). II ფენა - XIII-XIV საუკუნეების მიჯნა - ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე და სამლოცველო, ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო. III ფენა - XVI-XVIII საუკუნეები - სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1939-1940. თითქმის პირვანდელი სახით არის ჩვენამდე მოღწეული რომლის ერთმალიანი ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), შუა საუკუნის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში საქართველოში.

რკონის სამონასტრო კომპლექსსა და ნასოფლარს შორის მდებარეობს რკონის ციხე (XVII ს. შუა წლები), როგორც ჩანს, ფეოდალის რეზიდენცია. მის ტერიტორიაზე გალავნის, კოშკის, სასახლის, ერთნავიანი ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია.

 
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » რკონი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

MYTOP.GE