T a o T o u r

ხუთშაბათი, 25.04.2024, 01:52

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | უფლისციხე - სამთავისი - Форум | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » უფლისციხე - სამთავისი
უფლისციხე - სამთავისი
garibaldiთარიღი: კვირა, 05.07.2009, 18:38 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).


სამთავისი, ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც დგას სოფელ სამთავისში (კასპის რაიონი). ტაძრის აღმშენებელი იყო ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში.

ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა თ. ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია), მითითებული იყო ძეგლის აშენების თარიღი - 1030. დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა. გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი აღადგინეს XV საუკუნეში, მას შემდეგ გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. ახლანდელი გუმბათის ყელიც იმდროინდელია.
 
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » უფლისციხე - სამთავისი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

MYTOP.GE