ბოდბე - სიღნაღი - Форум

T a o T o u r

ხუთშაბათი, 08.12.2016, 21:08

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | ბოდბე - სიღნაღი - Форум | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » ბოდბე - სიღნაღი
ბოდბე - სიღნაღი
garibaldiთარიღი: კვირა, 05.07.2009, 18:39 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.

გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.
1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.


სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ასევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე II-ის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.
 
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » ბოდბე - სიღნაღი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

MYTOP.GE