T a o T o u r

სამშაბათი, 19.03.2024, 08:58

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | დავით გარეჯი - Форум | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » დავით გარეჯი
დავით გარეჯი
garibaldiთარიღი: კვირა, 05.07.2009, 18:40 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დავით გარეჯი
თბილისიდან 85 კილომეტრში,კახეთში,ერთ-ერთი ასურელი მამის დავით გარეჯის საფლავია.თავისი მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდი მან სწორედ ამ ადგილებში გაატარა.გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა განთავსებული და 19 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს. მთავარი მონასტრის ტერიტორიაზე 5 ათასი კელიაა,რაც იმაზე მიგვანიშნებს,რომ როცა საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ყვაოდა ,იქ ათასობით ბერი მოღვაწეობდა . 19 მონასტრიდან ერთი,ბერთუბნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.სწორედ იქ არის თამარის ოთხი შემორჩენილი ფრესკიდან ერთ-ერთი.კომპლექსიდან კილომეტრნახევარში ჯანდარის ტბა და აზერბაიჯანის საზღვარია.


მე-17 საუკუნესი ამ ადგილებსი 6000 გარეჯელი ბერი უსჯულოთა ხელით აღესრულა.ისტორიული ცნობების მიხედვით,შაჰ-აბასი მონასტერთან ახლოს თავისი ლაშქრით სანადიროდ იყო გასული, აღდგომა თენდებოდა,ბერები ტრადიციისამებრ ამ დღესასწაულზე მთავარ ეკლესიაში იკრიბებოდნენ და წირვას ატარებდნენ.ღამით მთაზე შაჰ-აბასმა უამრავი მოციმციმე სინათლე რომ შენიშნა,შეიარაღებული რაზმით იქით გაემართა.მონასტრის წინამძღვარმა სთხოვა ,სადღესასწაულო წირვის დასრულება ეცლია და მერე რაც უნდა ის მოემოქმედა,წინამძღვარს ქონდა ხილვა,რომ უფალი გარეჯელ ბერებს თავისთან იხმობდა ,იგი სხვა ბერებსაც მოუყვა .მხოლოდ ორი ახალნაკურთხი ბერი შეშინებულა და მონასტრიდან გაქცეულან.

შაჰ-აბასმა 6000 ბერი ამოწყვიტა.გაქცეულებმა უკან მოიხედეს და საოცარი სურათი იხილეს-ტრაგედიის ადგილზე ზეციდან სამი ნათელი სვეტი იყო გადმოსული.მათ გარშემო კი უამრავი ვარდისფერი გვირგვინი ლივლივებდა.გაქცეული ბერები გონს მოეგნენ,შისი დასძლიეს,უკან დაბრუნდნენ და მოძმეთა ბედი გაიზიარეს. იმ ადგილზე, სადაც ორი ბერი უსჯულოებმა სიცოცხლეს გამოასალმეს , ორი ვარდი ამოსულა.უწყლობის მიუხედავად ვარდები ორი საუკუნის განმავლობაში ხარობდა.არჩილ მეორეს ერთ-ერთი ვარდის გადანერგვა მოუსურვებია,მაგრამ ვერ მოუხერხებია.ვარდი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე,სანამ სამონასტრო ცხოვრება არ ჩაკვდა,ცოცოხლობდა.გადმოცემის მიხედბით,6000 დაღუპული ბერის ცხედარი კარგა ხანს უპატრონოდ,ღია ცის ქვეშ ყოფილა,მაგრამ ისეთ სურნელებას აფრქვევდნენ,ცხოველი და ფრინველი არ ეკარებოდა.შემდეგ ისინი აღდგობის ტაძარსი დაკრძალეს.მათი წმიდა ნაწილები რუსეთის ეკლესია-მონასტრებშიც წაიღეს.
 
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » დავით გარეჯი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

MYTOP.GE