მარტყოფის ღვთაება - Форум

T a o T o u r

ხუთშაბათი, 08.12.2016, 21:05

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | მარტყოფის ღვთაება - Форум | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » მარტყოფის ღვთაება
მარტყოფის ღვთაება
garibaldiთარიღი: კვირა, 05.07.2009, 18:31 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

მარტყოფს აქვს მდიდარი ქრისტიანულ-მართმადიდებლური ისტორია
მარტყოფის ღვთაების სავანე_ჩვენი სიამაყეა, სიწმიდისა და დიდების ადგილია,
საიდანაც უშრეტად მოედინებოდა და დღესაც მოედინება ღვთის მადლი და ძალა.
მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებული არაბებისაგან, მონღოლებისაგან, სპარსელებისაგან, ოსმალებისაგან, ლეკებისაგან, კომუნისტებისაგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებული, სადაც V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო, ხოლო VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთ ერთი 13 ასურელი მამათაგან - წმ. ანტონ მარტყოფელი.

სტეფანე II რუსთაველი (ჯორჯაძე) არის უკანასკნელი ეპისკოპოსი რომლის ხელმძღვანელობით აშენდა სოფლის ცენტრში ტაძარი ეგვიპტის მართველის აბრამ შინჯიკაშვილის (იბრაჰიმ_ბეგის )გამოგზავნილი 200 ოქროთი. იგი დაკრძალულია ტაძრის ჩრდილო –აღმოსავლეთის კუთხეში. ამ ტაძარში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები: ეგნატე მარტყოფელი,ქრისტესია ბეჟანიშვილი, პეტრე ეპიტაშვილი,ივანე ბერიტაშვილის მამა სოლომონ ბერიტაშვილი და სხვები.1991 წლიდან ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ:მამა ზაქარია(ზინზიბაძე), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ძმები ანტონ და ზაზა ბეჟანიშვილები;
მარტყოფში მოქმედი ეკლესიებია:მთავარანგელოზის სამების, აპარანის, მამათა და დედათა მოინასტრები. XVI_XVII საუკუნეებში სოფელში აშენდა სამი ციხე-კოშკი:თუშმალიშვილების, შინჯიკაშვილების,ძამაშვილების.ისინი სამხედრო-თავდაცვით საშუალებად გამოიყენებოდა.ამ კოშკებიდან ხუროთმოძღვრული მნიშვნელობით, როგორც პარმენ ზაქარია ამბობს,გამოირჩევა თუშმალიშვილების ციხე,რომელიც, ახლა ნახევრად დანგრეულია

 
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » მარტყოფის ღვთაება
გვერდი 1 დან1
ძებნა:

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

MYTOP.GE