ბოლნისის სიონი - ტანძია - Форум

T a o T o u r

ხუთშაბათი, 08.12.2016, 21:06

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | ბოლნისის სიონი - ტანძია - Форум | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » ბოლნისის სიონი - ტანძია
ბოლნისის სიონი - ტანძია
garibaldiთარიღი: კვირა, 05.07.2009, 18:37 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

ბოლნისის სიონი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფ. ბოლნისში (ბოლნისის რაიონი), მდ. ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულია 478-493, მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით.

ნავები ჯვარისებრი გეგმის ბოძების ხუთი წყვილითაა გამოყოფილი, საკურთხეველს სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს, ნახევარწრიული აფსიდი შვერილია. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე ღია ტაღოვანი გალერეაა, სამხრეთით - თაღოვანი სტოა და ორაფსიდიანი სანათლავი, რომელსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის ერთადერთი ნიმუშია საქართველოში), შესასვლელების (ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით) თავზე, მძლავრი ჰორიზონტალური ზღუდარების ზემოთ, ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრია შიგნითა თაღებიც. შია ნავი ნახევარცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდელი გადახურვა XVII საუკუნისაა), გვერდის ნავები - ნახევარკამარებით, სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს. ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის, ბოლნისის სიონისთვისაც დამახასიათებელია ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობა - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.

სოფ.ტანძიის ორი ეკლესიის-ღვთისმშობლის სახელობისა , აგებული სულხან-საბა ორბელიანის ბიძის, პაპუნას მიერ და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, აგებული საბას მამის- მდივანბეგ ვახტანგ ორბელიანის მიერ
 
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » ბოლნისის სიონი - ტანძია
გვერდი 1 დან1
ძებნა:

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

MYTOP.GE