T a o T o u r

სამშაბათი, 19.03.2024, 06:31

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | გურიის მხარე | რეგისტრაცია | შესვლა

                                                      

მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU. გურიის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

1.ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;
2.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; 
3.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.


მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 148 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: 
ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი; 
დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური. 
სოფელი - 186.


გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მოყვანა. რეგიონის წარმოება ოზურგეთის ირგვლივაა თავმოყრილი, რასაც ხელს უწყობს სუფსაში ნავთობის ტერმინალის არსებობა.

 ღირსშესანიშნაობები


 შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
 - შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი.მდებარეობს მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე , ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით.
შემოქმედის მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული ორი ტაძრისაგან შედგება ერთმანეთზე მიშენებული ორი ტაძრისგან: 1. XII ს. ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა), 2. XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია- “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი, რომელიც უძველესი ხატია საქართველოში.შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმალილოს იატაკი. ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. ვ. ბერიძის მოსაზრებით ეკლესია თავდაპირველად ერთნავიანი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, მას სიგრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ამდენად შუა ნავიდან მხოლოდ ერთი-ორი ფრანგმეტიღა გადარჩა. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. მონასტრის ტერიტორიაზე დგას სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი (XVI ს.) და სამრეკლო (1831 წ.).
შემოქმედის მონასტერი, უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი . აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: “გულანი” ანუ ლოცვანი და “ფუტკარი” ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი.
შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.


ასკანის ციხე, ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდ. ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე (სოფ. მთისპირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა.
ციხე ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. გალავნის კედლების სისქე 2 მეტრამდე, სიმაღლე კი 6 მეტრამდე აქვს. ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შესასვლელია. შესასვლელის მარცხნივ გვირაბია, რომელიც ჩადის მდ. ბახვისწყალზე. ციხის შიგნით ორი დიდი ქვა-ქვევრია, ასევე 3 მეტრი სიგანის სანადიმო ქვაფორე. მაღალ კლედზე აგებულია ციხის სასახლე. სასახლის გვერდით იდგა ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა თლილი ქვით ნაგებ ბაზილიკას.
1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურსა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. 1805 წელს ქაიხოსრო გურიელმა განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1828 წელს რუსეთის ჯარმა დაიკავა. 1833 წლის ცნობით, ასკანის ციხე ორი კოშკის, წითლი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა. ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც.

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE