T a o T o u r

პარასკევი, 19.04.2024, 10:39

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | დმანისის ნაქალაქარი - Форум | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » დმანისის ნაქალაქარი
დმანისის ნაქალაქარი
garibaldiთარიღი: კვირა, 05.07.2009, 18:30 | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დმანისის ნაქალაქარი

დმანისის ნაქალაქარი (ფართ.13 ჰა) შუა საუკუნეებში თბილისის (საქართველოს დედაქალაქის) შემდეგ ერთ-ერთ ძლიერ ქართულ ქალაქს წარმოადგენდა. იგი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით თბილისიდან 80-ე კილომეტრზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.
ქალაქი აშენდა IX-X საუკუნეებში (მანამდე აქ ქალაქური ტიპის დასახლება ყოფილა). თურქ-სელჩუკების მიერ დმანისის განადგურების შემდეგ იგი ხელმეორედ აუშენებიათ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. XIII საუკუნეებში ქართული ფული აქ იჭრებოდა. ქალაქი განადგურდა თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად XIV საუკუნის ბოლოს. XVI საუკუნიდან აღსდგა მხოლოდ მისი ციხე ამ მხარის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს – ბარათაშვილების მიერ. XVIII საუკუნიდან აქ სიცოცხლე შეწყდა და დმანისი ნაქალაქარად იქცა.


ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო საცხოვრებელი, სამეურნეო, საკულტო და სხვა სახის ნაგებობები. ნაგებობები სამსართულიანებიც ყოფილა. ბევრი მათგანი კრამიტით იყო გადახურული. აქ იყო კერამიკული და მინის საწარმოები. აღმოჩენილია დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის რამდენიმე წარწერიანი (ქართული, სპარსული და ლათინური), დიდი რაოდენობით მონეტები (ძირითადად ქართული).
ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შიდაციხე-ციტადელი. დადგინდა ციხის მშენებლობის რამდენიმე პერიოდი. გამოვლენილია თავდაცვითი სისტემა-გალავნის კედელი მთელ პერიმეტრზე (სიგრძე-322მ) თავისი ბურჯებითა და საბრძოლო კოშკებით, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, სასახლე თავისი აბანოთი. შენობა ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით დუღაბზე, გადახურვა - კრამიტით (ღარიანი და ბრტყელი), იატაკი კი ბრტყელი აგურით ყოფილა მოწყობილი. აღმოჩენილია ქალაქის საინტერესო ელემენტი-საიდუმლო გვირაბი (200მ. სიგრძის). მტრის შემოსევის დროს სწორედ ამ გვირაბით ხდებოდა ხალხის გაყვანა და ქალაქის მომარაგება წყლით.
დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს სასულიერო ცენტრი – ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც VIII-IX საუკუნეებში აუშენებიათ (თუმცა გვაქვს წერილობითი ცნობა, რომ აქ საეპისკოპოსო VI საუკუნეშიც ყოფილა). XIII საუკუნის დასაწყისში კი ტაძრისთვის დასავლეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ. ამავე პერიოდში მოუხატავთ ტაძარი (შემორჩენილია ფრაგმენტები).

 
Форум » Тестовый раздел » მოკლე მანძილი, ექსკურსიაზე სად წავიდეთ? » დმანისის ნაქალაქარი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

MYTOP.GE