813 წელს ქართლის ერტსმთავარი - ბაგრატიონთა დინასტიის დამაარსენელი აშოტ I თბილისიდან გაიქცა და ტაო-კლარჯეთში თავისი სამთავრო შექმნა. ტაო-კლარჯეთის დედაქალაქი იყო არტანუჯი. 888 წელს ბაგრატიონებმა (ადარნასე II-მ) ''ქართუელთა მეფის'' ტიტული მიიღეს:
აშოტ I 813-826
ბაგრატ I 826-876
დავით I 876-881
გურგენ I 881-888
ადარნასე II ქართუელთა მეფე 888-923
დავით II კურაპალატი 923-937
აშოტ II კურაპალატი 937-954
X საუკუნის შუა პერიოდი ტაო-კლარჯეთში ფეოდალური დაქსაქსულობის ხანაა, ერთიანი სამეფო რამდენიმე წვრილ სამთავროდ იშლება. ამათგან უმთავრესებია კლარჯეთი და ტაო:
კლარჯეთი:
ადარნასე III 954-961
დავით III დიდი კურაპალატი 961-1001
ტაო:
სუმბატ კურაპალატი 954-958
ბაგრატ II რეგვენი 958-994
გურგენ II მაგისტროსი 994-1008
975 წელს დავით III-მ ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი გურგენ II-ის ძე ბაგრატ III, 978 წელს კი ''აფხაზთა მეფედაც'' აკურთხა. 1001 წელს ბაგრატმა შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელო ტაო. ასე გაერთიანდა საქართველო (კახეთ-ჰერეთის გარდა). ბაგრატ III ეrთიანი საქართველოს პირველი მეფეა.
იშხანი ბანა ხანძთა 

