პარასკევი, 02.06.2023, 05:52
![]() ![]() რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AJ. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას. რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: 1.ქალაქი ბათუმი; 2.ქედის რაიონი; 3.ქობულეთის რაიონი; 4.ხელვაჩაურის რაიონი; 5.შუახევის რაიონი; 6.ხულოს რაიონი. აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 376 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 2: ბათუმი, ქობულეთი; დაბა – 7: მახინჯაური, ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო. სოფელი - 333. ღირშესანიშნაობები ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: გონიოს ციხე სხალთის ეკლესია ბათუმის ბოტანიკური ბაღი ![]() ![]() ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ.). ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C, იანვარში — 7,1°C, აგვისტოში — 23,2°C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7°C-ია. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა. ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი. ![]() ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი (იპოდრომი და სხვა ნაგებობანი) ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი. 1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როცა სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.) გ |
საიტის მენიუძებნაCounterსაიტის მეგობრებისტატისტიკასულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |